ნიკოლოზ ბასილაშვილი, ლორენცო მუზეტი
Aa
Aa

ჩენდუს ტურნირი - ბასილაშვილი 1/4-ფინალში მუზეტისთან დამარცხდა

ჩენდუს 250-ქულიანი კატეგორიის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგის მე-9 ნომერს ლორენცო მუზეტის დაუპირისპირდა და ორ სეტში 3:6 3:6 დამარცხდა.

პირველი სეტი ნიკოლოზმა არადამაჯერებლად დაიწყო და უმალ საკუთარი ჩაწოდება დათმო. მე-4 გეიმში ბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მეხუთე გეიმში მუზეტიმ კვლავ ბასილაშვილის ჩაწოდება მოიგო, წინ გავიდა და მეცხრე გეიმში კიდევ ერთი ბრეიკით სეტი დახურა.

მეორე სეტი ბასილაშვილმა შედარებით სტაბილურად ჩაატარა, თუმცა იმ დროს, როდესაც ანგარიში იტალიელის სასარგებლოდ 4:3 იყო, ბრეიკი შეასრულა, მატჩზე ჩააწოდა და მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ეს მოთამაშეები ერთმანეთს უიმბლდონზე დაუპირისპირდნენ და მოულოდნელად ბასილაშვილმა ლორენცოს დამარცხება მოახერხა.

ასევე შეგახსენებთ, ჩენდუს ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა ასპარეზობას ჰარისი და მაკდონალდი გამოთიშა. საკვალიფიკაციო ეტაპზე კი საკამოტოს და ტომიჩს აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები