დოპინგ ტესტი ჩააგდო - კირიოსის ჩაბარებულ ნიმუშში კოკაინი აღმოჩნდა
ნიკ კირიოსმა დოპინგ ტესტი ჩააგდო. ინფორმაციას ამის შესახებ ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელებში თავადვე გაავრცელა.
მსოფლიოს რეიტინგის ყოფილმა მე-13 ჩოგანმა და უიმბლდონის ფინალისტმა ნიმუში 22 ივნისს, მალიორკაში, ATP 250-იან ტურნირზე ჩააბარა.
ერთი თვის შემდეგ, 17 ივლისს მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიამ ნიმუშში კოკაინის მეტაბოლიტის, ბენზოილეკგონინის არსებობა დაადასტურა.
ნიკ კირიოსი:
„მალიორკაში ჩემ მიერ ჩაბარებულ ნიმუშში კოკაინი აღმოჩნდა. დიდი შეცდომა დავუშვი და მასზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ.
ბოდიშს ვუხდი ჩემს გულშემატკივრებს, ოჯახსა და სპონსორებს. პირველ რიგში ბოდიშს ვუხდი ბავშვებს, რომლებიც ჩემს თამაშებს ადევნებენ თვალს. ვიცი, რომ ცუდი მაგალითი მივეცი და ამის გამო ძალიან ვწუხვარ.
გამართლებების ძებნას არ დავიწყებ, მაგრამ მინდა, კონტექსტი გაგაცნოთ. ბოლო წლების განმავლობაში მიღებულმა ტრავმებმა ჩემზე როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად ძალიან იმოქმედა“.