არსენალის ყოფილი ფეხბურთელი მატჩის დროს მიღებული ტრავმის შედეგად დაიღუპა
Aa
Aa

არსენალის ყოფილი ფეხბურთელი მატჩის დროს მიღებული ტრავმის შედეგად დაიღუპა

ლონდონის "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი, ბილი ვიგარი გარდაიცვალა. ის სულ რაღაც 21 წლის იყო. მიზეზი თავის ტრავმა გახდა, რომელიც შაბათს, მატჩის დროს მიიღო.

ვიგარი ბეტონის კედელს დაეჯახა, რის გამოც მძიმე ტრავმა მიიღო. ინციდენტი თამაშის მე-15 წუთზე მოხდა. ფეხბურთელს ადგილზევე გაუწიეს დახმარება, რის შემდეგაც ის ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბილი ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ვიგარმა კარიერა "არსენალის" აკადემიაში დაიწყო, თუმცა კლუბი 2024 წელს დატოვა, რადგან  ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ვერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საიმედო და თავდაჯერებული მეკარე“ | რას წერენ ინგლისურ პრესაში მამარდაშვილზე
„საიმედო და თავდაჯერებული მეკარე“ | რას წერენ ინგლისურ პრესაში მამარდაშვილზე