ოლე გუნარ სულშერი
Aa
Aa

დეტალები გასაჯაროვდა - სოლსკიაერი დაბრუნებას ნაკლებ ფასად თანხმდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დროებითი მწვრთნელის ფუნქციებს ჯერჯერობით ისევ დარენ ფლეტჩერი ასრულებს და უცნობია, თუ ვინ დაასრულებინებს „ალისფერ ეშმაკებს“ წლევანდელ სეზონს. ბუნებრივია ინგლისურ სპორტულ პრესაში გაჟღერდა რამდენიმე კანდიდატურა, რომელთა შორისაც ყველაზე რეალური ოლე გუნარ სოლსკიაერის დაბრუნებაა. ნორვეგიული გამოცემა Nettavisen-ი კი, კიდევ უფრო შორს წავიდა და გამოაქვეყნა ხელფასის ის რაოდენობა, რომელსაც სულშერი მიიღებს.

როგორც ირკვევა „იუნაიტედის“ ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებისა და მთავარ მწვრთნელად დაბრუნების შემთხვევაში, სოლსკიაერის ყოველკვირეული ანაზღაურება 50 ათასიდან 60 ათას ფუნტამდე იქნება, რაც წელიწადში 2,6 მილიონიდან 3,1 მილიონამდე მერყეობს. ასევე ირკვევა, რომ თუ ნორვეგიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „წითელი ეშმაკები“ ოთხეულში მოხვდებიან და ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ, ბონუსის სახით 4 მილიონ ფუნტს მიიღებს. აქვე გეტყვით, რომ სულშერი „მანიუში“ ადრე მუშაობის პერიოდში წლიურ ხელფასად გაცილებით მეტს, 7,2 მილიონს იღებდა.

ცნობისათვის, ოლე გუნარ-სოლსკიაერი „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2018-2021 წლებში ამზადებდა და მისი ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე ჩატარებული 168 მატჩიდან გუნდმა 91 მოიგო, 37 ფრედ დაასრულა და 40 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნევილმა ამორიმს უპასუხა - „მანჩესტერში ექსპერიმენტები უნდა შეწყდეს“
ნევილმა ამორიმს უპასუხა - „მანჩესტერში ექსპერიმენტები უნდა შეწყდეს“