„დამშვიდდი, მარადონას ტრანსფერი არ ჩაგვშლია“ - უთანხმოება ლაციოში
„ზალცბურგიდან“ „ლაციოში“ 22 წლის პეტარ რატკოვის ტრანსფერმა უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია. საქმე არც ფეხბურთელის შესაძლებლობებშია, რომელმაც ავსტრიის ჩემპიონატის 17 მატჩში თავი 9 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა და არც გაბერილ სატრანსფერო თანხებში, უბრალოდ ბიანკოჩელესტეს მთავარ მწვრთნელს მაურიციო სარის სულ სხვა ფორვარდის, ჯაკომო რასპადორის დამატება სურდა და ამის გამო უზომოდ იმედგაცრუებულია. მისი დამშვიდება კი საკმაოდ ირონიული ფორმით საკუთარ თავზე კლუბის პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ აიღო, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„სარის რატკოვის ნაცვლად რასპადორი სურდა? უკაცრავად, მაგრამ ვინ არის რასპადორი, მარადონაა? არც ატლეტიკოში აქვს რეგულარული სათამაშო პრაქტიკა და არც „ნაპოლიში“ იყო ძირითად ფორვარდი. ვნახოთ, ჯაკომო უფრო კარგი თავდამსხმელი გამოდგება, თუ ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ჩვენ დავიმატეთ, რომელიც თურმე სარიმ საერთოდ არც იცის ვინ არის და საიდან მოვიდა“.
თვრამეტი ტურის შემდეგ „ლაციოს“ 25 ქულა აქვს მარაგში და პირველ ადგილზე მყოფ „ინტერს“ 17 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურის შეხვედრას რომაელები კვირას სტუმრად „ვერონასთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.