კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„მოედანზე იაქტიუროს და არა სოციალურ ქსელში“ - კრიშტიანუ მკაცრად გააკრიტიკეს

კრიშტიანუ რონალდუ კარიერის ბოლოსაც ინდივიდუალური თვალსაზრისით არაჩვეულებრივ შედეგებს აჩვენებს, მაგრამ იმ პირობას, რაც რამდენიმე წლის წინ „ალ-ნასრის“ გულშემატკივრებს მისცა, ჯერჯერობით ვერ ასრულებს და ამ კლუბის რიგებში ტიტულებს ვერ იგებს. 40 წლის პორტუგალიელისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის კიდევ ერთი წარუმატებელი მატჩი „ალ-კადისიასთან“ შედგა, სადაც 1:2 დამარცხდნენ და ერთადერთი ბურთი 11-მეტრიანით რონალდუმ გაიტანა, რომელიც საუდის არაბეთის ნაკრებისა და „ალ-ნასრის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჰუსეინ ალ-სულეიმანიმ უმკაცრესად გააკრიტიკა:

„წავიკითხე მატჩის დასრულების შემდეგ კრიშტიანუს დაწერილი სტატუსი, სადაც ამბობს, რომ ბრძოლა ჯერჯერობით არ დასრულებულა და ის და მისი თანაგუნდელები უფრო ძლიერები დაბრუნდებიან. ეს ყველაფერი უკვე ორი წელია გვესმის. მეც და „ალ-ნასრის“ თითოეულ გულშემატკივარს გვსურს, მისი თავგანწირვა მოედანზე ვიხილოთ და არა სოციალურ ქსელში. ეს შეტყობინება კრიშტიანუმ არა ჩვენი კლუბის ქომაგებს, არამედ მის პირად თაყვანისმცემლებს გაუგზავნა, თუმცა აქედან ჩვენ რა სარგებელი?

ის კლუბის კაპიტანია და გაცილებით მეტი მოეთხოვება. გავიგე რომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია და ბევრს მიაღწია, მაგრამ ეს ჩვენთვის წარსულია. მის ზეგავლენას მოედანზე უნდა ვგრძნობდეთ. უყურეთ „ალ-ნასრის“ ბოლო მატჩებს და ნახავთ, რომ კრიშტიანუ მოედანზე ფაქტობრივად არ მოძრაობს, ეს კი დანაშაულია“.

ცნობისათვის, საუდის არაბეთის ჩემპიონატში „ალ-ნასრი“ ცამეტი ტურის შემდეგ 31 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ალ-ჰილალს“ 4 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, 14 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს და თანამემამულე ჟოაო ფელიქსს მხოლოდ ერთი ბურთით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ: კარიერას 1000 გოლის გატანამდე არ დავასრულებ
რონალდუ: კარიერას 1000 გოლის გატანამდე არ დავასრულებ