კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუ: კარიერას 1000 გოლის გატანამდე არ დავასრულებ

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, კრიშტიანუ რონალდუ აცხადებს, რომ ის მანამდე არ დაასრულებს საფეხბურთო კარიერას, სანამ მის ანგარიშზე 1000 გატანილი გოლი არ იქნება.

„ალ ნასრის“ 40 წლის ვარსკვლავმა შაბათს, „ალ ოხდუდთან“ დუბლი შეასრულა და კლუბსა და ნაკრებში გატანილი გოლების საერთო რაოდენობა 956-მდე გაზარდა.

თავდამსხმელმა, რომელიც „ალ-ნასრს“ 2022 წელს შეუერთდა, გასული წლის ივლისში არაბულ კლუბთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის  42 წლის ასაკშიც მოედანზე იქნება.

კვირას, დუბაიში გამართულ Globe Soccer Awards-ზე, სადაც ის ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რონალდუმ თქვა:

„თამაშის გაგრძელება რთულია, მაგრამ მოტივირებული ვარ. ჩემი ვნება დიდია და მსურს გავაგრძელო. მნიშვნელობა არ აქვს სად ვითამაშებ - ახლო აღმოსავლეთში თუ ევროპაში. მე ყოველთვის მსიამოვნებს ფეხბურთის თამაში. თქვენ იცით, რა არის ჩემი მიზანი. მინდა მოვიგო ტიტულები და მივაღწიო იმ ციფრს [1000 გოლს], რომელიც ყველამ იცით. თუ ტრავმები არ იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნიშნულს მივაღწევ“.

მიმდინარე სეზონში რონალდუმ 14 მატჩში 13 გოლი გაიტანა „ალ-ნასრისთვის“, რომელიც საუდის პრო ლიგის ცხრილში 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შემაკავებელი ორდერი დაარღვია - ენდი ქეროლს პატიმრობა ემუქრება
შემაკავებელი ორდერი დაარღვია - ენდი ქეროლს პატიმრობა ემუქრება