არაუხომ ვარჯიში განაახლა - ურუგვაელმა პაუზა ფსიქოლოგიური პრობლემის გამო აიღო
„ბარსელონას“ მცველმა, რონალდ არაუხომ, გუნდთან ერთად მუშაობა განაახლა. ურუგვაელმა მონაწილეობა მიიღო გუნდის დღევანდელ ღია ვარჯიშში.
შეგახსენებთ, რომ მან ფსიქოლოგიური პრობლემების გამო დრო ითხოვა. როგორც ცნობილმა ინსაიდერმა, ჰელენა კონდისმა მაშინ დაწერა, 26 წლის ფეხბურთელს შფოთვის რამდენიმე ეპიზოდი ჰქონდა.
რონალდი ბოლოს მოედანზე 25 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ჩელსის“ წინააღმდეგ (0:3) გამოვიდა.
როგორ მედია წერს, მან იერუსალიმში ქრისტიანული წმინდა ადგილები მოინახულა და რამდენიმე დღე სამშობლოშიც გაატარა.
ცნობისთვის, არაუხო „ბლაუგრანას“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 15 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.