რონალდ არაუხო
Aa
Aa

შობის მერე დაბრუნდება - არაუხომ პაუზა ფსიქოლოგიური პრობლემის გამო აიღო

„ბარსელონას“ მცველი, რონალდ არაუხო, მოედანზე საშობაო შესვენების შემდეგ დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ მან ფსიქოლოგიური პრობლემების გამო დრო ითხოვა. როგორც ცნობილმა ინსაიდერმა, ჰელენა კონდისმა მაშინ დაწერა, 26 წლის ურუგვაელს შფოთვის რამდენიმე ეპიზოდი ჰქონდა.

რონალდი ბოლოს მოედანზე 25 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ჩელსის“ წინააღმდეგ (0:3) გამოვიდა.

Marca-ს ინფორმაციით, არაუხო ვარჯიშს 29 დეკემბერს, „ბარსელონას“ სხვა მოთამაშეებთან ერთად განაახლებს და გეგმავს მონაწილეობა მიიღოს საშობაო პაუზის შემდგომ პირველსავე მატჩში – „ესპანიოლის“ წინააღმდეგ, რომელიც 3 იანვარს გაიმართება.

მცველი არდადეგების გატარებას ოჯახთან ერთად ურუგვაიში აპირებს, რაც სავარაუდოდ, მას ძალების აღდგენაში დაეხმარება.

ცნობისთვის, არაუხო „ბლაუგრანას“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 15 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა სიმბოლურ გუნდში არ შეიყვანეს | FIFA-მ წლის ფეხბურთელად დემბელე დაასახელა
კვარა სიმბოლურ გუნდში არ შეიყვანეს | FIFA-მ წლის ფეხბურთელად დემბელე დაასახელა