აგიაკვა საბერძნეთში ითამაშებს | ჩემპიონი იბერია სამმა ფეხბურთელმა დატოვა
Aa
Aa

აგიაკვა საბერძნეთში ითამაშებს | ჩემპიონი იბერია სამმა ფეხბურთელმა დატოვა

ბერძნული Gazzetta-ს ინფორმაციით, „იბერია’’ ცენტრალურმა მცველმა დერეკ აგიაკვამ დატოვა და კარიერას ბერძნულ „ვოლოსში’’ გააგრძელებს. მხარეები 2,5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.

24 წლის ცენტრალურმა მცველმა, რომელმაც 2020-21 წლების სეზონში სერია C-ს „კომოში’’ ითამაშა, ბოლო ორი სეზონი „იბერიაში’’ გაატარა, ორივე სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ასევე, ევროტურნირებზე ითამაშა და გამოცდილება დააგროვა.

დერეკი ისეთ გუნდებში ირიცხებოდა როგორებიც „უოტფორდი’’ და „კომო’’ არიან, თუმცა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა „იბერიაში’’ მიიღო. შეიძლება ითქვას კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გატარებული 2 წელი ტრამპლინად გამოიყენა და კარიერას უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში, საბერძნეთის სუპერ ლიგაში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, გასული სეზონის შემდეგ „იბერიას'' გიზი მამაგეიშვილიც დაემშვიდობა, რომელიც კარიერას გრაცის „შტურმში'' გააგრძელებს. ასევე, თბილისურ კლუბში სანდრო ალთუნაშვილი აღარ ითამაშებს, მან კარიერის გაგრძელება ებრაულ ჰაიფას „ჰაპოელში'' გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები