კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

956 გოლი კარიერაში - რონალდუმ ალ ოხდუდს დუბლი შეუსრულა

საუდის პრო ლიგის მორიგ ტურში ალ ნასრიმ ალ ოხდუდს უმასპინძლა და მარტივად 3:0 დაამარცხა.

დიდებული მატჩი ჰქონდა კრიშტიანუ რონალდუს. ლეგენდარულმა პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა და კარიერაში 956 გოლი დაუგროვდა.

ანგარში 31-ე წუთზე სწორედ კრიშტიანუმ გახსნა. პირველი ტაიმის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში რონალდუმ მეორე გოლიც გაიტანა.

66-ე წუთზე ვეტერანმა თავდამსხმელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, თუმცა მისი გოლი ვიდეო რეფერის გადამოწმების შემდეგ, გაუქმდა. ალ ოხდუდს მესამე გოლი 94-ე წუთზე ჟოაუ ფელიქსმა გაუტანა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ალ ნასრის 30 ქულა დაუგროვდა - 10 მატჩი და 10 გამარჯვება - ასეთია არაბული კლუბის შედეგი. ალ ნასრი ჩემპიონატს უდანაკარგოდ, 30 ქულით ლიდერობს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ვან დაიკი: სოციალური ქსელები საშიში ადგილია, 10-20 წლის წინ ფეხბურთელობა უფრო ადვილი იყო
    ვან დაიკი: სოციალური ქსელები საშიში ადგილია, 10-20 წლის წინ ფეხბურთელობა უფრო ადვილი იყო