ქოჩორაშვილის პროდუქტიული მატჩი - სპორტინგმა რიუ ავე გაანადგურა
პორტუგალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში, გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონის „სპორტინგი“ საკუთარ მოედანზე „რიუ ავეს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხა.
ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 65-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც ანგარიში უკვე 4:0 იყო. იმ დროის განმავლობაში, რაც ქოჩორაშვილს მიეცა, მისი სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 40 შეხება, 35-დან 31 ზუსტი პასი (89%), 5-დან 3 ზუსტი გრძელი პასი, კარისკენ 1 არაზუსტი დარტყმა, 1 ართმევა, 1 ჩაჭრა, 1 განმუხტვა, 2-დან 1 მოგებული პოზიციური დუელი, 1 ჯარიმა, Sofascore-ის შეფასება 7.0.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ანგარიში 34-ე წუთზე ლუის სუარესმა გახსნა და „სპორტინგმა“ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო. მეორე ნახევარში, 53-ე წუთზე არაუხომ სხვაობა ორამდე გაზარდა. მე-60 და 61-ე წუთებზე სუარესმა ჯერ დუბლი, შემდეგ კი ჰეთ-თრიკი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მიმდინარე სეზონში, გიორგი ქოჩორაშვილმა პორტუგალიის ჩემპიონატში მე-12 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე მხოლოდ 1 საგოლე გადაცემაა. ამის გარდა, ქართველმა ფეხბურთელმა ორჯერ პორტუგალიის თასზე, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა და აქაც 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.