ჯიმი ტაბიძე
Aa
Aa

თურქულ კლუბს შეუთანხმდა - ჯიმი ტაბიძე ქაისერისპორში ითამაშებს

30 წლის ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე კარიერას თურქულ „ქაისერისპორში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

გამოცემა Kayseri Anadolu Haber-ის ინფორმაციით, კლუბსა და ქართველ მცველს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

„რუმინელი განაპირა მცველის, დენის რადუს გაფორმების შემდეგ „ქაისერისპორმა“ მეორე ტრანსფერიც განახორციელა. ჯიმი ტაბიძესთან სრული შეთანხმება უკვე მიღწეულია“, - წერს გამოცემა.

ცნობისთვის, გასულ სეზონში „ქაისერისპორი“ თურქეთის სუპერლიგაში მე-17 ადგილზე გავიდა და უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა. ამგვარად, თუ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება, ტაბიძე ახალ გუნდთან ერთად თურქული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს.

აქვე გეტყვით, რომ ტაბიძე 2024 წლიდან მახაჭყალის „დინამოს“ ღირსებას იცავდა და რამდენიმე კვირის წინ დაღესტნური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნეტუს და ილდიზს უსწრებს | DataMB-მა წიტაიშვილი ერთ კომპონენტში გამოარჩია
ნეტუს და ილდიზს უსწრებს | DataMB-მა წიტაიშვილი ერთ კომპონენტში გამოარჩია