ტიბო კურტუა
Aa
Aa

“ყველას გვჯერა, რომ ეს შესაძლებელია“ - კურტუა ესპანეთთან მატჩის წინ

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთი ბელგიას დაუპირისპირდება.

მატჩის წინ, ბელგიის ნაკრების კარის დარაჯმა ტიბო კურტუამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კურტუა:

„ყველას გვჯერა, რომ ეს შესაძლებელია. ძლიერი გუნდი გვყავს და ისეთი თვისებები გვაქვს, რომლებიც ესპანეთმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ტურნირის დასაწყისში კარგად არ გამოვიყურებოდით, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ. ვფიქრობ, სწორ დროს შევედით კარგ ფორმაში.

ესპანეთი ფავორიტია. ისინი ევროპის ჩემპიონები არიან და შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ. ვიცი, როგორ უყვართ ბურთის კონტროლი და ბურთის დაკარგვისთანავე როგორ პრესინგს მიმარტავენ. სივრცეების გამოყენება მოგვიწევს, განსაკუთრებით მათი დაცვის უკან.

იამალი განსაკუთრებული ტალანტია. მის შეჩერებაზე ვიმუშავებთ, მაგრამ მხოლოდ მასზე კონცენტრირება არ შეიძლება. ესპანეთს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს.“

შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა მუნდიალის პლეი-ოფში ჯერ ავსტრია, ხოლო შემდეგ პორტუგალია გამოთიშა ასპარეზობას.

რაც შეეხება ბელგიას, რუდი გარსიას გუნდმა ჯერ სენეგალი, ხოლო შემდეგ მასპინძელი ამერიკა დაამარცხა. ესპანეთისა და ბელგიის დაპირისპირება 10 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“არ ვფიქრობთ, რომ ფავორიტები ვართ“ - დე ლა ფუენტე ბელგიასთან მატჩზე
“არ ვფიქრობთ, რომ ფავორიტები ვართ“ - დე ლა ფუენტე ბელგიასთან მატჩზე