ყვითელი ბარათები - ვის ემუქრება მუნდიალის 1/2-ფინალის გამოტოვება
მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალური სტადია მოგვიახლოვდა. წინ შესანიშნავი დაპირისპირებები გველის, თუმცა ნახევარფინალებმა შესაძლოა ვარსკვლავების გარეშე ჩაიაროს.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ზოგიერთი მათგანი მეოთხედფინალში ყვითელ ბარათს მიიღებს.
ასეთი ჯამში 18 ფეხბურთელი გახლავთ. ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე ინგლისის ნაკრები დგას, რომელთა რიგებში ძირითადი შემადგენლობის 4 ფეხბურთელია, რომლებსაც 1 ყვითელი ბარათი აქვთ და ნორვეგიასთან მეორე ყვითლის მიღების შემთხვევაში(თუ ნახევარფინალში გავლენ) შემდეგ მატჩს გამოტოვებენ.
საუბარი ჯუდ ბელინგემზე, დეკლან რაისზე, ნიკო ო’რაილიზე და მარკ გეჰიზე გახლავთ. თავის მხრივ, ნორვეგიელებს ასეთი მხოლოდ ერთი ჰყავთ - ანტონიო ნუსა.
მაროკოს რიგებშიც საფრთხილო სიტუაციაა. ყვითელი ბარათი ჰაკიმის, ისა დიოპს, რედუან ჰალჰალის და ბილალ ელ ხანუსს აქვთ.
რაც შეეხება საფრანგეთს, აქ ყვითელი ბარათებით მაიკლ ოლისე, ბრედლი ბარკოლა და მანუ კონე მოგვევლინნენ.
შვეიცარიიდან კი ყვითელი ბარათები გრანიკ ჯაკას, დენის ზაქარიას და მირო მუჰაიმის აქვთ.
თითო ყვითელი აქვთ ფერან ტორესს(ესპანეთი), გონსალო მონტიელის(არგენტინა) და ბრენდონ მეკელეს(ბელგია).
შეგახსენებთ მეოთხედფინალურ წყვილებს:
საფრანგეთი Vs მაროკო
ესპანეთი Vs ბელგია
ნორვეგია Vs ინგლისი
არგენტინა Vs შვეიცარია