იურგენ კლოპი
Aa
Aa

საბოლოო მოლაპარაკებები ამ კვირაში | კლოპი გერმანიის ნაკრებში ინიშნება

ცნობილმა გერმანელმა ჟურნალისტმა, ფლორიან პლეტენბერგმა იურგენ კლოპთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. 59 წლის სპეციალისტი გერმანიის ნაკრებში დანიშვნასთან ძალიან ახლოსაა და შესაძლოა, ყველაფერი უახლოეს დღეებში გაოფიციალურდეს.

კლოპი „ბუნდესმანშაფტთან“ 2030 წლამდე გათვლილ ხელშეკრულებას გააფორმებს. კონტრაქტი ძალაში იქნება 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით, რომელიც პორტუგალიაში, ესპანეთში, მაროკოსა და ურუგვაიში გაიმართება.

მხარეებს შორის საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარე კვირის ბოლოს, პარასკევს ან შაბათს, ნიუ-იორკში გაიმართება. კლოპს „რედ ბულ ჯგუფთან“ ხელშეკრულება აკავშირებს და გლობალური ფეხბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელია, მაგრამ ეს პრობლემა არ იქნება.

ცნობისთვის, „ლივერპულში“ ყოფნისას კლოპი პრემიერ ლიგის, ჩემპიონთა ლიგის, ასოციაციის თასისა და ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული გახდა. 2019 წელს, მან FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და UEFA-ს სუპერ თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები | რომელ ნაკრებს აქვს საუკეთესო შანსი Opta-ს მიხედვით
მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები | რომელ ნაკრებს აქვს საუკეთესო შანსი Opta-ს მიხედვით