რუდი გარსია
Aa
Aa

რუდი გარსია: “ესპანეთის არ გვეშინია“

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთი ბელგიას დაუპირისპირდება.

მატჩის წინ, ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ კომენტარი გააკეთა.

გარსია:

„ესპანეთი, ალბათ, ტურნირის ყველაზე ძლიერი გუნდია. ისინი კარგად არიან ორგანიზებულები, თითქმის არ უშვებენ შეცდომებს და შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ. ჩვენ პატივს ვცემთ ესპანეთს, მაგრამ მათი არ გვეშინია. თუ გვინდა ნახევარფინალში გასვლა, საკუთარი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.

ონანა მნიშვნელოვანი დანაკლისია, მაგრამ ჩვენს გუნდს საკმარისი ხარისხი აქვს, რომ ეს დანაკლისი შეავსოს. ჩვენ თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით. ამერიკის შეერთებულ შტატებთან გამარჯვებამ თავდაჯერება შეგვმატა, თუმცა ახლა გაცილებით რთული გამოცდა გველოდება.

ესპანეთის სათამაშო სტილი? მათ შეუძლიათ ბურთი დიდხანს აკონტროლონ, მაგრამ ჩვენ ვიცით, სად შეიძლება მათთვის პრობლემების შექმნა.“

შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა მუნდიალის პლეი-ოფში ჯერ ავსტრია, ხოლო შემდეგ პორტუგალია გამოთიშა ასპარეზობას.

რაც შეეხება ბელგიას, რუდი გარსიას გუნდმა ჯერ სენეგალი, ხოლო შემდეგ მასპინძელი ამერიკა დაამარცხა. ესპანეთისა და ბელგიის დაპირისპირება 10 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყვითელი ბარათები - ვის ემუქრება მუნდიალის 1/2-ფინალის გამოტოვება
ყვითელი ბარათები - ვის ემუქრება მუნდიალის 1/2-ფინალის გამოტოვება