“არ ვფიქრობთ, რომ ფავორიტები ვართ“ - დე ლა ფუენტე ბელგიასთან მატჩზე
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთი ბელგიას დაუპირისპირდება.
მატჩის წინ, ფურია როხას მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ კომენტარი გააკეთა.
დე ლა ფუენტე:
„ჩვენ პატივს ვცემთ ბელგიას, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების გვჯერა. არ ვფიქრობთ, რომ ფავორიტები ვართ — უბრალოდ გვინდა, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. დიდი გუნდები, პირველ რიგში, დაცვაში არიან ძლიერები. სწორედ ამიტომ ვახერხებთ სტაბილურობას.
ჩემთვის ლამინმა პორტუგალიასთან კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარა. არ აქვს მნიშვნელობა, გაიტანა თუ არა გოლი — ასეთი შეხვედრები ფეხბურთელს ზრდის
.
ბელგიას უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს. ეს გუნდი ნებისმიერ მეტოქეს უქმნის პრობლემებს და ძალიან რთული მატჩი გველოდება. ჩვენი მიზანი არ შეცვლილა. თითოეულ მატჩს ისე ვუდგებით, თითქოს ფინალი იყოს.“
შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა მუნდიალის პლეი-ოფში ჯერ ავსტრია, ხოლო შემდეგ პორტუგალია გამოთიშა ასპარეზობას.
რაც შეეხება ბელგიას, რუდი გარსიას გუნდმა ჯერ სენეგალი, ხოლო შემდეგ მასპინძელი ამერიკა დაამარცხა. ესპანეთისა და ბელგიის დაპირისპირება 10 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.