იოჰან მანზამბი
Aa
Aa

შეთანხმება შედგა | ნიუკასლი მანზამბის ტრანსფერში 60 მილიონს გადაიხდის

ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, ფრაიბურგსა და ნიუკასლს შორის იოჰან მანზამბის თაობაზე შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვით „კაჭკაჭები’’ შვეიცარიელში 60 მილიონ ევროს გადაიხდიან. კლუბებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, ახლა ინგლისური კლუბი ფეხბურთელთან ბოლო დეტალებს აზუსტებს, გრძელვადიანი კონტრაქტი მზადაა.

ამადუ ონანას ჯვარედინი იოგების ტრავმის შემდეგ რბოლაში ასტონ ვილაც მონაწილეობდა, თუმცა გამოკვეთილი ფავორიტი ნიუკასლია. მანზამბი, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, სრულად მუნდიალზეა კონცენტრირებული.

იოჰან მანზამბიმ მუნდიალის ოთხ მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.  მერვედფინალში კოლუმბიასთან მატჩი, რომელიც შვეიცარიამ პენალტებში მოიგო, 20 წლის შემტევმა ტრავმის გამო გამოტოვა.

მანზამბის მამა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდანაა, დედა — ანგოლიდან. მშობლებმა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, მულტიკულტურულ გარემოში გაზარდეს, სადაც იოჰანი 2005 წელს დაიბადა. სერვეტეს აკადემიის აღზრდილია, 2023 წელს კარიერა ფრაიბურგის აკადემის დაუკავშირა, 2024 წლიდან პირველ გუნდში რეგულარულად თამაშობდა, გასულ სეზონში ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა და მანზამბი ევროპა ლიგის სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. მუნდიალზე ბრწყინვალე თამაშმა მისი ცნობადობა მკვეთრად გაზარდა და შემდეგ სეზონში „ნისლიან ალბიონზე'' ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი ასაკი არ მაინტერესებს“ - რომარიომ ენდრიკზე ისაუბრა
„მისი ასაკი არ მაინტერესებს“ - რომარიომ ენდრიკზე ისაუბრა