ნეტუს და ილდიზს უსწრებს | DataMB-მა წიტაიშვილი ერთ კომპონენტში გამოარჩია
DataMB-მა საინტერესო სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა ტოპ 5 ლიგაში მოთამაშე გარემარბების შესახებ, თუ რამდენად ხშირად აწვდიან საჯარიმოში ბურთს. რეიტინგში მეორე ადგილზე გიორგი წიტაიშვილია, რომელმაც გასული სეზონი იჯარით მეცში გაატარა.
რეიტინგში პირველზე ბრაიტონის გამბიელი მარჯვენა გარემარბი იანკუბა მინტეა, 2025-26 წლების სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა საჯარიმოში 170 ჩაწოდება შეასრულა, მეორეზე გიორგი წიტაიშვილია 147 ჩაწოდებით.
1) იანკუბა მინტე (ბრაიტონი) — 170
2) გიორგი წიტაიშვილი (მეცი) — 147
3) ბაზუმანა ტურე (ჰოფენჰაიმი) — 145
4) ჯეიმი ლეველინგი ( შტუტგარტი) — 130
5) აისემ ჰასანი (რეალ ოვიედო) — 129
6) პედრუ ნეტუ (ჩელსი) — 127
7) ქენან ილდიზი (იუვენტუსი) — 122
8) ჯეიკობ მერფი (ნიუკასლი) — 120
9) ფლორიან ტოვინი (ლანსი) — 118
10) ვიქტორ მუნიოსი (ოსასუნა) — 118
DataMB-მა ტოპ 5-ში მოთამაშე გარემარბების ზუსტი ჩაწოდებების რეიტინგიც გამოაქვეყნა. ამ სიაში წიტაიშვილი მეხუთეა. 147-დან 47 ჩაწოდება ზუსტი იყო.
1) ბაზუმანა ტურე (ჰოფენჰაიმი, 20) – 55
2) აისემ ჰასანი(რეალ ოვიედო, 24) – 53
3) იანკუბა მინტე, 21) - 49
4) გიორგი წიტაიშვილი (მეცი, 25) – 47
5) ჯეიმი ლეველინგი (შტუტგარტი, 25) - 46
5) ომარ ჰაჩინსონი (ნოტინგემ ფორესტი, 22) – 46
7) ქენან ილდიზი (იუვენტუსი, 21) - 45
8) ფლორიან ტოვინი (ლანსი, 33) - 44
9) ლუის როხა (ვალენსია, 32) - 38
10) რომანო შმიდი (ვერდერი, 26) - 37
10) ბრუნო ფერნანდეში (მან. იუნაიტედი, 31) - 37
10) პედრუ ნეტუ (ჩელსი, 26) - 37
12) საკა (არსენალი, 24) - 36
13) ჯეიკობ მერფი (ნიუკასლი, 31) - 36
შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილი 25 წლისაა და Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 2.5 მილიონი ევროა. გასული სეზონის მიწურულს L’Équipe-მა დაწერა და აღნიშნა, რომ ზაფხულში გიორგის აუცილებლად ბევრი მსურველი ეყოლება.
მაისში „მეცთან“ დაახლოებულმა გამოცემამ, Le Feu Sacre-მ გვაუწყა, რომ წიტაიშვილი რამდენიმე კლუბის ყურადღების ცენტრშია და ერთ-ერთი მათგანი გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ გახლავთ. „გიორგი წიტაიშვილის მომავალი შესაძლოა, ესპანეთში დაიწეროს. ფეხბურთელი „ვილიარეალის“ რადარზე იმყოფება, რომლის რიგებშიც „მეცისთვის“ კარგად ნაცნობი გიორგი მიქაუტაძე თამაშობს“, — აცხადებს Le Feu Sacre.
2025-26 წლების სეზონში წიტაიშვილმა მეცის რიგებში ლიგა 1-ის 33 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.ის საფრანგეთში კიევის „დინამოდან“ იჯარით თამაშობდა. ამჟამად მას საიჯარო ხელშეკრულებაც დაუსრულდა, კიევურ კლუბთან კონტრაქტიც ამოეწურა და თავისუფალი აგენტია.