ანტუან სემენიო მანჩესტერ სიტიში გადასვლას დათანხმდა
„ბორნმუთის“ ვინგერმა, ანტუან სემენიომ „მანჩესტერ სიტისთან“, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადასვლაზე შეთანხმებას მიაღწია.
როგორც Sky Sport-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი წერს, პირადი კონტრაქტის პირობები პრობლემას არ წარმოადგენს. „ქალაქელები“ მოლაპარაკებებს მართავენ გამოსასყიდის დეტალებზე, რომელიც 65 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
ამასთან აღინიშნება, რომ „ლივერპული“ ფეხბურთელის გასაფორმებლად არანაირ ნაბიჯებს არ დგამს.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის განელი „ბორნმუთის“ ღირსებას 2023 წლიდან იცავს. მან მან მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.