მარსელო: „კრიშტიანუს მსგავსად დიეტით თავს არ ვიკლავდი“
მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მარსელო კარიერის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ხშირად არ ჩნდება და შესაბამისად, პრესის ფურცლებსა, თუ ტელევიზიის ეკრანებზე მისი ინტერვიუს ხილვა ადვილი ნამდვილად არ არის. აქედან გამომდინარე, ამჯერად გამონაკლის შემთხვევასთან გვქონდა საქმე და სამხრეთ ამერიკელმა ერთ-ერთ გამოცემასთან საუბარში წარსული გაიხსენა და საინტერესო ამბავიც მოყვა.
მარსელო
გუშინ სახლში ვიჯექი და ოჯახის წევრებთან ერთად ჩემს ძველ თამაშებს ვუყურებდი. სწორედ ამ დროს, შვილმა მკითხა: „მამა მსუქანი იყავი?“ მე კი ვუპასუხე: „რა თქმა უნდა“. ყოველთვის ასეთი სხეული და გამოკვეთილი მუცელი მქონდა. არასოდეს მქონია ისეთი კუნთები, როგორიც კრიშტიანუ რონალდუს.
ნამდვილი ათლეტი არასოდეს ვყოფილვარ და ვცდილობდი ცხოვრებით დავმტკბარიყავი. რა თქმა უნდა, ვარჯიშზე არ დამიგვიანია, თუმცა სპორტდარბაზში არასოდეს მივლია და დიეტით თავს არ ვიკლავდი. მოკლედ და კონკრეტულად ჩემს ზედმედ წონაზე ხშირად ლაპარაკობდნენ, მაგრამ რეჟიმი და დისციპლინა არასოდეს დამირღვევია.
ცნობისათვის, მარსელომ კარიერის საუკეთესო წლები „რეალში“ (2007-2022) გაატარა, სადაც ექვსჯერ ლა ლიგა, ორჯერ კოპა დელ რეი, ხუთჯერ ესპანეთის სუპერთასი, ხუთჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ უეფას სუპერთასი და ოთხჯერ ფიფას საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.