შახტარი ზამთარში 7 ფეხბურთელს გაუშვებს | ერთ-ერთი ირაკლი აზაროვი იქნება
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა რამდენიმე დღეში გაიხსნება და დონეცკის „შახტარი“ დატვირთული იანვრისთვის ემზადება. უკრაინულმა კლუბმა უკვე შეარჩია ფეხბურთელები, რომლებმაც ზამთარში გუნდი უნდა დატოვონ და ერთ-ერთი მათგანი ირაკლი აზაროვია.
Sport.ua-ს ინფორმაციით, „შახტარის“ მთავარი მწვრთნელი არდა თურანი შვიდი მოთამაშის გაშვებას აპირებს. აზაროვის გარდა, წამსვლელთა სიაში მარიან შვედი, დიეგო აროიო, ხურავ ტოიროვი, მარიან ფარინი, ივან პეტრიაკი და ვიქტორ კორნიენკო შედიან.
„შახტარის“ დატოვება თავად ქართველ მცველსაც სურს. რამდენიმე დღის წინ უკრაინულ მედიაში დაიწერა, რომ „მეშახტეებმა“ მისი მსურველი კლუბის მოძიება დაიწყეს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, „შახტარს“ კონკრეტული წინადადება ჯერ არ მიუღია.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში აზაროვმა მონაწილეობა 13 შეხვედრაში მიიღო - 7 უკრაინის ჩემპიონატი, 4 კონფერენს ლიგა, თითო-თითო ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპები. მის ანარიშზე 1 საგოლე გადაცემაა და Transfermarkt-ზე მისი ფასი 3 მილიონი ევროა.