უილიამ სალიბა
Aa
Aa

სალიბა არსენალთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმდა

ლონდონის „არსენალის“ მცველი, უილიამ სალიბა, კლუბთან ახალ, ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდა.

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტის ამოწურვამდე კიდევ ორი წელი ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ როგორც BBC Sport-სთვის ცნობილი გახდა, ის ახალ ხელშეკრულებას ხელს უახლოეს დღეებში მოაწერს და გუნდში 2030 წლამდე დარჩება.

24 წლის ფრანგი ფეხბუთელი „არსენალს“ „სენტ-ეტიენიდან“ 2019 წლის ივლისში შეუერთდა, თუმცა 2019-2020 წლების სეზონში იჯარით ისევ ფრანგულ კლუბში დაბრუნდა, შემდეგ კი ასევე იჯარით „ნიცასა“ და „მარსელში“ თამაშობდა.

მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში დებიუტი ჰქონდა, ის მწვრთნელ მიკელ არტეტას დაცვის საკვანძო ფიგურად იქცა და „არსენალის“ მაისურით 137 მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ მომდევნო თამაშს კვირას გამართავს და „ნიუკასლს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის წინააღმდეგ თამაში საშინელებაა“ - ვეტერანი ფრანგი ხვიჩაზე
„მის წინააღმდეგ თამაში საშინელებაა“ - ვეტერანი ფრანგი ხვიჩაზე