ინგლისის ლიგის თასი - ლივერპულმა მეტოქის ვინაობა გაიგო
ინგლისის ლიგის თასის (კარაბაოს თასი) მეოთხე რაუნდის წილისყრის შედეგად გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის“ მომდევნო მეტოქე გაირკვა - „წითლები“ საკუთარ მოედანზე „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდებიან.
კარაბაოს თასის მოქმედი გამარჯვებული „ნიუკასლი“ შინ „ტოტენჰემს“ შეხვდება, მეოთხე რაუნდის სხვა წყვილები კი ასე გამოიყურება: არსენალი-ბრაიტონი, გრიმსბი თაუნი-ბრენტფორდი, სუონსი-მანჩესტერ სიტი, ვრექსემი-კარდიფი, ვულვერჰემპტონი-ჩელსი და უიკომბი-ფულჰემი.
???? The Round Four draw ????#EFL | #CarabaoCup pic.twitter.com/pWYuQ64yeg
— Carabao Cup (@Carabao_Cup) September 24, 2025
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ ლიგის თასის გათამაშებაში მესამე რაუნდიდან ჩაერთო და შინ „საუთჰემპტონი“ დაამარცხა (2:1) - სწორედ ამ მატჩში შედგა გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტიც.
აქვე გეტყვით, რომ კარაბაოს თასის წინა გათამაშებაში „ლივერპული“ ფინალამდე მივიდა და „ნიუკასლთან“ 1:2 დამარცხდა.