„არაგრავიტაციულ სარბენ ბილიკზე ვარჯიშობს“ - როდის დაბრუნდება ჩაკვეტაძე?
„უოტფორდის“ X-ის (ყოფილი ტვიტერი) ოფიციალურმა გვერდმა გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის შემდგომი აღდგენითი პერიოდის ვიდეო გამოაქვეყნა.
ქართველი ნახევარმცველი აპრილის შემდეგ გუნდს ფეხის თითის მოტეხილობის გამო აკლია. ივლისის ბოლოს მან ვარჯიშის განახლება სცადა, თუმცა ტკივილი კვლავ იგრძნო.
ამის შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში ჩაკვეტაძემ დაიწყო ექვსკვირიანი არაკონტაქტური (non-impact) ვარჯიშების კურსი, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა პაულო პეცოლანომ ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ მისი აღდგენა მოსალოდნელზე მეტ ხანს გრძელდებოდა.
ვიდეოში ნაჩვენებია, თუ რა ეტაპზეა ჩაკვეტაძის რეაბილიტაციის პროცესი. ის არაგრავიტაციულ სარბენ ბილიკზე ვარჯიშობს, რათა შეხორცების პარალელურად ფეხზე დატვირთვა თანდათან გაიზარდოს.
ამ პროცესის დასრულების შემდეგ, მოედანს დაუბრუნდება და გუნდთან ერთად სრულფასოვან ვარჯიშებს განაახლებს.
A closer look at Giorgi’s recovery journey ???? pic.twitter.com/JdkVPqMlX7
— Watford Football Club (@WatfordFC) September 24, 2025
„ჩვენ გიორგის მდგომარეობას ყოველდღიურად ვამოწმებთ. წონას ნელ ნელა ვუმატებთ, რადგან დავრწმუნდეთ რომ მისი სხეული დატვირთვას გაუძლებს. ის ამ პროცესს AlterG სარბენ ბილიკზე გადის. ეს საშუალებას გვაძლევს ადამიანმა პირად წონაზე ნაკლები დატვირთვით ირბინოს და ივარჯიშოს. მისი ძვალი ახლა სუსტია და ზედმეტმა დატვირთვამ შესაძლოა ისევ მოტეხილობა გამოიწვიოს.
გეგმა გვაქვს და მას მივყვებით. ჩვენ მას დატვირთვას ნელ-ნელა ვუზრდით და საბოლოო მიზანი თავისი 100%-იანი წონით სირბილის დაწყებაა. როცა ამ დონეს მიაღწევს, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშებს.
პრობლემა არის რისკი - რის შედეგადაც შესაძლოა უარესი ტრავმა მივიღოთ. ამიტომ, ამ ვითარებაში ფრთხილად უნდა ვიყოთ“.
- ნათქვამია ვიდეოში.
აქედან გამომდინარე პირდაპირ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩაკვე ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება. ჩვენს ათიანს ეროვნული ნაკრების მაისურით ნოემბრის პაუზისას ვიხილავთ.