ესპანური მედია: “მიქაუტაძეს უკვე ქანდაკება ეკუთვნის“
როგორც მოგეხსენებათ, სევილიას წინააღმდეგ, გიორგი მიქაუტაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა და ვილიარეალს გამარჯვებაში დაეხმარა. ქართველი თავდამსხმელის თამაში ესპანურმა მედიამ შეაფასა.
DAZN_ES:
„ამ ბიჭისთვის უკვე ქანდაკება უნდა შეუკვეთონ. მიქაუტაძის გადაცემა, რომელმაც სოლომონს გამარჯვების გოლი გაატანინა, საფეხბურთო სკოლებსა და მუზეუმებში უნდა გამოიფინოს“.
Diario AS:
„მიქაუტაძე ერთ-ერთია იმ მოთამაშეთაგან, ვინც ყველაფერს წყვეტს. მუდმივად ეძებს დარტყმის შანსს, თითქმის ყოველთვის ახერხებს, სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ის განსაკუთრებულია, მობილურობით მოწინააღმდეგის დაცვას რევს და ბურთს გამორჩეულად აკონტროლებს. ამას დაუმატეთ სტატისტკაც. „ვილიარეალმა“ უმაღლესი დონის თავდამსხმელი დაიმატა. მიქაუტაძე აკეთებს იმას, რაც სურს. ქართველმა „სევილიასთან“ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა“.
შეგახსენებთ, რომ „ვილირეალმა“ გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ „ლიონს“ 36 მილიონი ევრო გადაუხადა, ქართველმა ლა ლიგაში სამი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.