ოთხი მედალი და გუნდური მეორე - წარმატება ქვიშის ჭიდაობაში
Aa
Aa

ოთხი მედალი და გუნდური მეორე - წარმატება ქვიშის ჭიდაობაში

საბერძნეთის ქალაქ კატერინში გამართული ქვიშის ჭიდაობის მსოფლიოს 17-წლამდე ჩემპიონატი საქართველოს დელეგაციისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის ნაკრების წევრებმა საერთო ჯამში 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რის შედეგადაც საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდნენ. ვიცე-ჩემპიონის ტიტულს რატი ბერიძე (60 კგ), ნურადინ მუსტაფიევი (80 კგ) და ჯონი შაორშაძე (90 კგ) დაეუფლნენ, ხოლო ბიძინა ჯინჭარაძემ (70 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიგო.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ჯინჭარაძემ აზერბაიჯანელ რაშად ალიევს აჯობა. შაორშაძემ, მუსტაფიევმა და ბერიძემ კი საუკეთესო შთაბეჭდილება ნახევარფინალურ ეტაპზე დატოვეს, როდესაც შესაბამისად მოლდოველ ვიტალი პერციუსს, უკრაინელ სამირ იბიშოვსა და ბერძენ პავლოს ნტიანტიდისს აჯობეს.

ცნობისათვის, საქართველოს სახელით ტურნირზე კიდევ სამი მოჭიდავე, მირანდა კაპანაძე (65 კგ), ლუკა მახარაძე (70 კგ) და ზებურ აბაშიძე (80 კგ) გამოდიოდა და სამივე მათგანი მედლის გარეშე დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოლქვაძის ვერცხლი - მეორე მედალი მსოფლიოზე
ბოლქვაძის ვერცხლი - მეორე მედალი მსოფლიოზე