კონსტანტინე პეტრიაშვილი
Aa
Aa

ოთხი ევროპული ბრინჯაო - მოჭიდავეების წარმატება

სერბეთის ქალაქ ზრენჯანინში ასპარეზობა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდე ნაკრებმა ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ჩვენს ქვეყანას კონტინენტის პირველობაზე წარმომადგენელი ათივე წონით კატეგორიაში ჰყავდა, თუმცა საბოლოოდ საპრიზო მესამე ადგილი მხოლოდ ოთხმა მათგანმა დაიკავა.

თავდაპირველად წარმატებას ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა (57 კგ) მიაღწია, რომელიც ფრანგ რასოულ მალბორუევზე (6:1) ძლიერი აღმოჩნდა. გიორგი გოგრიჭიანმა (79 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბელარუს ალექსანდრ ვიარბიცკის (8:7) მოუგო. რაც შეეხება საბა კობახიძესა (74 კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილს (97 კგ), მათ საპრიზო მესამე ადგილისთვის შეხვედრაში შესაბამისად, აზერბაიჯანელი აღანაზარ ნოვრუზოვი (7:4) და ბერძენი ნიკოლაოს კარავანოსი (4:0) დაამარცხეს.

ცნობისათვის, ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში ქალთა შორისაც გაიმართა, სადაც საქართველოს მარიამ გრიგალაშვილის (50 კგ) სახით მხოლო ერთი წარმომადგენელი ჰყავდა, რომელიც სამწუხაროდ მედლის გარეშე დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონსტანტინე პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კონსტანტინე პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა