გიორგი მელია
Aa
Aa

ორი ვერცხლი და ბრინჯაო - ბერძნულ-რომაული მოჭიდავეების სამი მედალი

ზაგრების სარეიტინგო ტურნირის ბოლო დღეს ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვეს. ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ნიკოლოზ ბროლაძეს (72 კგ), ხოლო გიორგი მელიამ (97 კგ) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

ბროლაძემ ტურნირი მერვედფინალში ინდოელი მალიკ კულდიფის დამარცხებით დაიწყო, რასაც მეოთხედფინალში ამერიკელ სანჩოსთან, ხოლო ნახევარფინალში უზბეკ შაჰზოდ კუჩკოროვთან გამარჯვება მოჰყვა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი ქართველი მოჭიდავე ეგვიპტელ მუსტაფა ალამელდინთან წააგო. რაც შეეხება მელიას, გიორგიმ ოქროსთვის ბრძოლა მეოთხედფინალში ისლამ იევლოევთან მარცხის შემდეგ დაასრულა, ხოლო ბრინჯაოს მედალი სერბეთის სახელით მოასპარეზე მიხეილ ქაჯაიას დამარცხებით მოიპოვა.

ცნობისათვის, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ხორვატიაში გამართულ პრესტიჟულ ტურნირზე გამოსვლა ორი ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ბროლაძის გარდა, შეჯიბრების ვიცე-ჩემპიონი დიეგო ჩხიკვაძეც გახდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თავისუფლების სამი მედალი - მარგიშვილმა ბრინჯაოთი დაასრულა
თავისუფლების სამი მედალი - მარგიშვილმა ბრინჯაოთი დაასრულა