თემურ სამხარაძე
Aa
Aa

ფენომენალური შედეგი - სამხარაძე მსოფლიო თამაშების გამარჯვებულია

ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში გამართული მსოფლიოს თამაშები თემურ სამხარაძისთვის ტრიუმფალური გამოდგა. ქართველმა ათლეტმა, ძალისმიერ სამჭიდში საქართველოს, რომელსაც არაოლიმპიურ სპორტის სახეობებში მისი სახით ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავდა, ოქროს მედალი მოუტანა.

სამხარაძემ ჩაჯდომში 370 კილოგრამი დააფიქსირა, წოლჭიმში 225 კილოგრამი დაძლია, 395 კილოგრამის ამოწევა შეძლო და სამჭიდის ჯამში დაგროვებული 990 კილოგრამით საუკეთესო შედეგი აჩვენა. ბუნებრივია, თემურმა ძალიან ძლიერი კონკურენციის ფონზე შეძლო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა, რადგან თუ სპორტის ოლიმპიური სახეობებისთვის მთავარი სპორტული მოვლენა ოლიმპიადაა, არაოლიმპიურებისთვის ასეთად  მსოფლიოს თამაშები ითვლება, სადაც არათუ ჩემპიონობა, არამედ მოხვედრაც კი ნებისმიერი სპორტსმენისთვის საამაყო შედეგია.

ცნობისათვის, 2024 წელს თემურ სამხარაძემ ძალისმიერ სამჭიდში ევროპის აბსოლუტური რეკორდი (1087,5 კგ) და ამოწევაში მსოფლიო რეკორდი (411 კგ) დაამყარა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სამჭიდის ჯამში 912 კგ. - თემურ სამხარაძე მსოფლიო ჩემპიონია
სამჭიდის ჯამში 912 კგ. - თემურ სამხარაძე მსოფლიო ჩემპიონია