მედია ტურნირი პადელში - ნაბიჯი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით პადელში მედიატურნირი გაიმართა. შეჯიბრების ერთ-ერთი ორგანიზატორი სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო და ტურნირში მონაწილეობა მედიის წარმომადგენლების გარდა, სტუდენტებმაც მიიღეს.
გამარჯვებულები ლევან გურგენიძე და თამარ რამიშვილი გახდნენ. მედიატურნირს ვარკეთილში მდებარე თბილისის მერიის საზოგადოებრივი მულტიფუნქციური ცენტრის პადელის კორტებმა უმასპინძლა. ჩემპიონები ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტრისტან გულბიანმა დააჯილდოვეს.
ცნობისათვის, პადელი ბოლო პერიოდში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და მისი თამაშის დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სტრატეგიას, არ არის გათვლილი ძლიერ ჩაწოდებებსა და დარტყმებზე, რის გამოც საკუთარი უნარების წარმოჩენის შანსი თითოეულ მოთამაშეს ეძლევა.