მარიამ აბრამიშვილი
Aa
Aa

ოქროები ვროცლავიდან - ტყვიის მსროლელების ისტორიული შედეგი

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მიმდინარე ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა უკანასკნელი დღეების განმავლობაში 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც მართლაც საოცარი მაჩვენებელია.

10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ვაჟთა პირად პირველობაში ქუთაისელი იოანე ხვარეშია კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, რომელმაც 241.4 ქულა დააგროვა. ამავე დისციპლინაში გუნდურ შეჯიბრებაში პირველ ადგილზე 1711 ქულით საქართველოს ნაკრები გავიდა, რომლის ღირსებასაც მარიამ აბრამიშვილი, მარიამ მარშავა და სალომე ფროდიაშვილი იცავდნენ. აბრამიშვილმა თავი ინდივიდუალურ გამოსვლაშიც გამოიჩინა და 234.7 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ უმედლოდ ასპარეზობა ქართველ ტყვიის მსროლელებს არც შერეულ წყვილთა ასპარეზობაში დაუსრულებიათ - მარიამ მარშავასა და გიორგი მუმლაძის დუეტმა საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს მედალი დიდ პრიზზე - ქართველების წარმატებული გამოსვლა
ოქროს მედალი დიდ პრიზზე - ქართველების წარმატებული გამოსვლა