35-წლიანი პაუზის შემდეგ - ფოთი ევროპისა და აფრიკის ეპიცენტრში
Aa
Aa

35-წლიანი პაუზის შემდეგ - ფოთი ევროპისა და აფრიკის ეპიცენტრში

ფოთში 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატი გამარჯვებულთა დაჯილდოებისა და საზეიმო ღონისძიების ფონზე დასრულდა. სამდღიანი დაძაბული გამოსვლების შემდეგ, სამ ძირითად დისციპლინაში კონტინენტის ახალი ჩემპიონები ქალთა და კაცთა შორის გამოვლინდნენ. სლალომში გამარჯვებულები ესპანელი სანდრა ბოტასი და ფრანგი საშა დესკუნსი გახდნენ. ფიგურებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფერურზე უკრაინელი მარია პოპოვა და ფრანგი აქსელ გარსია ავიდნენ, ხოლო ტრამპლინიდან ხტომაში პირველი პოზიციები ბელარუსმა ირინა ტურეციმ და ავსტრიელმა ლუკა რაუხენვალდმა დაიკავეს.

ტურნირი საზეიმოდ საქართველოს ეროვნული ბალეტის, „სუხიშვილების“ კონცერტით დაიხურა. ფოთმა კი საერთაშორისო ფედერაციისგან უმაღლესი შეფასება მიიღო. ჩემპიონატში 20 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენი ქვეყნის ღირსებას კი, სამი ფოთელი სპორტსმენი - გენადი გურალია, ცოტნე ბერაია და გიორგი შონია - იცავდა.

საინტერესოა, რომ პარალელურად მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა, გურალიამ კი უარი თქვა პლანეტის პირველობაზე და 35-წლიანი პაუზის შემდეგ მშობლიურ ოქროს ტბას დაუბრუნდა. ყველაზე ხანგრძლივი კარიერის წყალმოთხილამურე 1991 წელს ფინალისტებს შორის მოხვდა, წლევანდელ ტურნირზე კი ერთდროულად სამი როლი შეითავსა: ათლეტის, მწვრთნელისა და მაშველის. მან თავისი წლიური მაჩვენებელი გააუმჯობესა, თუმცა მთავარი მისია კერ კიდევ წინ არის, ნოემბერში გურალია საქართველოში დაბრუნებას და ახალი ნიჭიერი თაობის აღზრდას გეგმავს.

ცნობისათვის, ფოთს წყალსათხილამურო სპორტთან განსაკუთრებული კავშირი აქვს - 1991 წელს სწორედ აქ გაიმართა საქართველოში პირველი ევროპის ჩემპიონატი და ამ ისტორიული მოვლენის საიუბილეო, 35-ე წლისთავი აღინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფოთის წყალსათხილამურო ბაზაზე ორი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება
ფოთის წყალსათხილამურო ბაზაზე ორი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება