ფოთში 21 ქვეყნის სპორტსმენები შეიკრიბნენ - ევროპის და აფრიკის ჩემპიონატი დაიწყო
Aa
Aa

ფოთში 21 ქვეყნის სპორტსმენები შეიკრიბნენ - ევროპის და აფრიკის ჩემპიონატი დაიწყო

ფოთში, კერძოდ კი მალთაყვაში მდებარე "ოქროს ტბაზე" 24 ივლისს დაიწყო და 3 დღეს გასტანს 2026 წლის IWWF ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას 21 ქვეყნის 80-მდე სპორტსმენი მიიღებს. შეჯიბრებები სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში გაიმართება.

ოფიციალური გახსნის ცერემონიალი სპეციალური შოუთი გააფორმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებმა.

ირაკლი მეძმარიაშვილი - საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე:

"უკვე ოფიციალურად გაიხსნა ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი წყალსათხილამურო სპორტში. შეკრებილმა აუდიტორიამ თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალების შესრულებით სპეციალური შოუ იხილა და ამისთვის მათ მადლობას ვუხდი, განსაკუთრებით ბატონ მინისტრს, რომლის წვლილიც ამ ყველაფერში განსაკუთრებულია.

საოცარი დღეები და შთამბეჭდავი სანახაობა გელით. ასე რომ ყველას გეპატიჟებით, მობრძანდით და დატკბით ამ მნიშვნელოვანი ღინისძიების პერიპეტიებით.

პატრის მარტინი: საერთაშორისო წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციის ევროპის პრეზიდენტი

"რატომ ავირჩიეთ ფოთი? ჩვენ ვცდილობთ რომ ყოველწლიურად ახალი ღირსშესანიშნავი ადგილები შევარჩიოთ. მსოფლიო ყოველდღიურად იცვლება და ჩვენ გვსურს ვიპოვოთ ახალი ქვეყნები და ტურნირების ორგანიზებისათვის საუკეთესო შესაძლებლობები.

საქართველოს ჰქონდა მცდელობა, რომ რაიმე დიდი ტურნირისთვის ემასპინძლა. ვიცოდით, რომ აქ მაღალი დონის შეჯიბრება უკვე გამართულა, მაგრამ არ ვიცოდით, რამდენად საკმარისი რაოდენობის მოხალისეების და ინფრასტრუქტურის მობილიზება მოხერხდებოდა, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ნდობა გამოგვეცხადებინა და ტურნირის პირველი დღის შემდეგ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მართებული გადაწყვეტილება მივიღეთ.

ადგილზე შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და პირობები დაგვხვდა.

კმაყოფილები და ბედნიერები ვართ, რომ

საქართველომ ტურნირის მასპინძლობის ორგანიზებას თავი შესანიშნავად გაართვა. იმედი გვაქვს, რომ შეჯიბრება უმაღლეს დონეზე ჩაივლის და საინტერესო სანახაობას ვიხილავთ".

ცხელი ამბები