„მეტოქის დაცვას აგიჟებს, ბურთთან ელიტარული შეხება აქვს, მასზე შეყვარებული ვარ...“
„ვილიარეალის“ ახალი 9 ნომერი ნელ-ნელა გულშემატკივრების გულებს იპყრობს. გიორგი მიქაუტაძე „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ ახალ ლიდერად ყალიბდება.
გოლი „ოსასუნასთან“ და გამარჯვების მომტანი საგოლე გადაცემა „სევილიასთან“ - საკმარისი გამოდგა, რომ „ვილიარეალის“ ქომაგებს ქართველი ფორვარდი მალევე შეეყვარებინათ.
გთავაზობთ სოციალურ ქსელებში რამდენიმე საინტერესო კომენტარს, რომელიც ესპანელმა გულშემატკივრებმა ჟორჟის მისამართით დაწერეს:
„მიქაუტაძე განსაკუთრებული ფეხბურთელია. მობილური თავდამსხმელი, რომელიც მეტოქე გუნდის დაცვას აგიჟებს და ბურთთან ელიტარული შეხება აქვს. ამ ყველაფერს ემატება მისი გოლების გატანის ნიჭი. ვილიარეალს ტოპ თავდამსხმელი ჰყავს“.
Mikautadze es un futbolista especial. Un delantero con una movilidad que vuelve loca a la zaga rival y un tacto con el balón en el pie de elite.
— Diego Otero (@diegootero22_) September 23, 2025
A todo eso le sumas la facilidad que tiene para hacer cifras. Delantero top tiene el Villarreal. pic.twitter.com/7aApGifC3l
„ეს ბიჭი იშვიათად იღებს ბურთს, მაგრამ ყოველ ჯერზე კარგად იყენებს მას. რა გენიოსია. რა ჯადოქარია. რა ფეხბურთელია“.
A este cabron le llegan pocos balones, pero todos te los hace buenos. Que genio. Que mago. Que jugador pic.twitter.com/FXkpmPufPC
— KikoFemenismo17 (@KikoFemenismo17) September 23, 2025
„რა ტოპ ტრანსფერი გავაკეთეთ!“
¡Vaya fichaje TOP hemos hecho!
— Submarino Amarillo (@InfoSubAmarillo) September 24, 2025
„ეს ბიჭი აუცილებლად მოიტანს სიხარულს!“
Seguro q dará alegrías! ????????????
— Joseje???? (@joseje31) September 24, 2025
„რა ფეხბურთელია, ჟორჟ მიქაუტაძე. ის აკონტროლებს, აჩერებს და შემდეგ აჩქარებას აკეთებს. მისი ტემპის ცვლილება და კარდონასთვის ფეხებშუა გატარება - ის ნამდვილი კატასტროფაა ღია სივრცეში“.
Qué futbolista Georges Mikautadze. Controla, pausa y acelera. El cambio de ritmo y caño a Cardona es un destrozo a campo abierto. Se ha ido arriba el Sevilla, que está con 10, ha sido valiente, y lo ha aprovechado el Villarreal con ese contragolpe. Menudo final en el Pizjuán.
— Mario Jiménez (@MarioJimenezB_) September 23, 2025
„შეყვარებული ვარ ჟორჟ მიქაუტაძეზე, რაც მან ვილიარეალის გოლისთვის გააკეთა, აღმაშფოთებელი იყო“.
Estoy enamorado de Georges Mikautadze, lo qué acaba de hacer en el gol del Villarreal es una barbaridad.
— Marc Morote (@MarcMorote) September 23, 2025
„ჟორჟ მიქაუტაძე ისეთი კარგი ფორვარდია, ძალიან მიყვარს. ჩემი გემოვნების თავდამსხმელია“.
Georges Mikautadze is just such a good footballer man I love him so much. My type of striker that
— H. (@hugoisr_) September 23, 2025
„რა გიჟი თავდამსხმელია ჟორჟ მიქაუტაძე“.
qué locura de delantero georges mikautadze
— Barrios Rivas (@mendzPB8) September 23, 2025
ბოლოს გეტყვით რომ, „ვილიარეალი“ მომდევნო შეხვედრას 27 სექტემბერს საკუთარ კედლებში „ლა სერამიკაზე“ „ბილბაოს“ წინააღმდეგ გამართავს. 1 ოქტომბერს კი ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურში ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.