პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

„საოცნებო სამიზნე“ - გუარდიოლას პსჟ-ს კიდევ 1 ფეხბურთელის დამატება სურს

ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერის შემდეგ, „მანჩესტერ სიტი“ „პარი სენ-ჟერმენის“ კიდევ 1 ფეხბურთელის ტრანსფერს განიხილავს.

როგორც Goal.com-ი წერს, ვარენ ზაირ-ემერი ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელის, პეპ გუარდიოლას „საოცნებო სამიზნეა“.

„სიტიმ“ 19 წლის ფრანგი ფეხბურთელის გადასვლის შანსები იმავე სატრანსფერო ფანჯრის დროს შეისწავლა, როდესაც დონარუმა „პარკ დე პრენსს“ დაემშვიდობა.

თუმცა მალევე ნათელი გახდა, რომ იმ ეტაპზე გარიგება ვერ შედგებოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარიზული კლუბის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, ახალგაზრდა ფეხბურთელს ფასი - 100 მილიონი ევრო დაადო.

თუმცა, შესაძლოა, ამ დროისთვის ზაირ-ემერი აღარ იყოს ისეთი ხელშეუხებელი, როგორც ეს რამდენიმე თვის წინ ჩანდა. ითვლება, რომ ის მსგავს პრობლემებს აწყდება, რაც მის ყოფილ თანაგუნდელ დონარუმას ჰქონდა, რომელსაც წასვლის ნება მას შემდეგ დართეს, რაც ლუის ენრიკეს გრძელვადიან გეგმებში აღარ მოიაზრებოდა.

ზაირ-ემერიმ „პსჟ“-ს რიგებში ამ სეზონში ყველა ტურნირზე შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გოლი არ გაუტანია და არ ითვლება, რომ საუკეთესო ფორმაშია.

ახალგაზრდა ფეხბურთელს„პარკ დე პრენსზე“, ძირითადი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა. სწორედ მისი ნიჭი და პოტენციალი არის ის, რამაც, როგორც Jeunes Footeu-ი იტყობინება, გვარდიოლა დააინტერესა.

გამოცემის ცნობით, „ქალაქელები“ მზად არიან მოითმინონ, რადგან შესაძლოა, მორიგი მოულოდნელი სატრანსფერო შესაძლებლობა თავისთავად მიეცეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უსამართლო შედეგი“ | მოურინიოს პირველი საშინაო მატჩი ბენფიკაში
„უსამართლო შედეგი“ | მოურინიოს პირველი საშინაო მატჩი ბენფიკაში