„უმოწყალოდ მომექცნენ“ - ანჩელოტიმ ყველაზე მტკივნეული გათავისუფლება გაიხსენა
ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ თავის ბიოგრაფიულ წიგნში გაიხსენა კარიერის ყველაზე მტკივნეული გათავისუფლება. მისი თქმით, ეს მიუნხენის „ბაიერნში“ მუშაობისას მოხდა.
„ბუნდესლიგაში კონკურენტებს 15 ქულით ვაჯობეთ, ეს 5 ქულით იმაზე მეტი იყო, ვიდრე პეპ გუარდიოლამ წინა ორ სეზონში შეძლო, თუმცა „ბაიერნს“ ეს წარმატებად არ მიაჩნდა. პირველად ვმუშაობდი ისეთ კლუბში, რომელიც ერთი ქარიზმატული მმართველების ხუშტურებზე არ იყო აგებული. „ბაიერნში“ იყო აქციონერების ძალიან მრავალფეროვანი ჯგუფი, ხოლო წამყვან თანამდებობებზე ლეგენდარული ფეხბურთელები მუშაობდნენ.
შუა სეზონში პრეზიდენტი შეიცვალა და ეს თანამდებობა ული ჰიონესმა დაიკავა. მე პასუხს ვაგებდი ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ადამიანის წინაშე და ვერ ვერკვეოდი, ვის აქვს უფრო მეტი ძალაუფლება. რამდენიმე კვირაში ფილიპ ლამსაც გავესაუბრე და მისი აზრი ვიკითხე, თუმცა მაინც ვცდილობდი, დამოუკიდებლობა შემენარჩუნებინა.
ერთხელაც ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს შორის დისციპლინის ამაღლება მთხოვა და 5-პუნქტიანი სია მომცა, რომელიც ფეხბურთელებისთვის უნდა გადაცემა. თუმცა მე მიმაჩნდა, რომ არა ახალგაზრდების, არამედ პროფესიონალების გუნდში ვმუშაობდი და ფეხბურთელების მიმართ შესაბამისი დამოკიდებულება უნდა მქონოდა.
ამიტომ გასახდელში შევედი, ჯიბიდან ის ფურცელი ამოვიღე და ვთქვი: „ხელმძღვანელობამ დამავალა, რომ ეს პუნქტები თქვენთვის წამეკითხა“ - ასე მოვახიდნე დისტანცირება ამ მოთხოვნებისგან.
სექტემბერში ჩემს ყოფილ გუნდს, პსჟ-ს ვხვდებოდით. ამ მატჩში გადავწყვიტე, უარი მეთქვა მოძველებულ სქემაზე და განაპირა მცველების შეტევაში ჩართვაზე. ამის ნაცვლად, შეტევები მოედნის ცენტრიდან უნდა განვითარებულიყო. ეს შეცდომა იყო: ბალანსი დაირღვა და პარიზელებმა კონტრშეტევებზე დაგვსაჯეს. 0:3 - ეს იყო ბაიერნის ყველაზე დიდი მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 21 წლის განმავლობაში. მომდევნო დღეს დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, რომ პრობლემა ჩემი გათავისუფლებით მოგვარდებოდა.
„ჩვენი გუნდის თამაში სეზონის დასაწყისიდანვე არ ამართლებს მოლოდინებს“, - მითხრა კარლ-ჰაინც რუმენიგემ. კარიერის განმავლობაში დიდი კლუბებიდან ოთხჯერ გამათავისუფლეს - „იუვენტუსში“, „ჩელსიში“, „რეალში“ და „ბაიერნში“. გათავისუფლებისთვის არაა აუცილებელი, რომ კლუბს ფიცხი პრეზიდენტი ან მმართველი ჰყავდეს. ასეთი გადაწყვეტილების მიღება აქციონერებსაც შეუძლიათ. ეს ჩემს კარიერაში ყველაზე უმოწყალო გათავისუფლება იყო. ჩემი წასვლის შემდეგ „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა და „რეალთან“ დამარცხდა“.
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი „ბაიერნში“ 2016 წლის ივლისიდან 2017 წლის სექტემბრამდე მუშაობდა.