ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ბასილაშვილი მეოთხედფინალშია - მაკდონალდს ორ სეტში მოუგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩენდუს 250-ქულიანი ტურნირის მეორე ეტაპზე ამერიკელი მაკკენზი მაკდონალდი ორ სეტში დაამარცხა.

პირველ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და საბოლოო ჯამში 6:2 იმარჯვა, ხოლო მეორე სეტში საქმე ტაიბრეიქამდე მივიდა - 7:6.

მომდევნო წრეში ბასილაშვილის მეტოქე იტალიელი ლორენცო მუზეტი (9) იქნება, რომელმაც სამ სეტში ხორვატ დინო პრიზმიჩს მოუგო.  აღსანიშნავია, რომ იტალიელი ტურნირზე 1-ელ ნომრად არის განთესილი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ჩენდუს ტურნირის კვალიფიკაციაში ორი მეტოქე დაამარცხა, პირველ წრეში კი ბრიტანელ ბილი ჰარისს აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მათ კონკურენციას ჯერჯერობით ვერ გავუწევთ“ - ზვერევი ალკარასი-სინერზე
„მათ კონკურენციას ჯერჯერობით ვერ გავუწევთ“ - ზვერევი ალკარასი-სინერზე