ჯინ სილვა: არ მრცხვენია იმის თქმა, რომ თოფურიას გზას მივყვები
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ჯინ სილვამ Marca-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ილია თოფურიაზეც ილაპარაკა.
28 წლის ბრაზილიელმა თქვა, რომ „ელ მატადორი“ ძალიან მოსწონს და არ რცხვენია იმის თქმა, რომ მის გზას მიჰყვება.
რა თქვა სილვამ:
„დიახ, მე ილია ძალიან მომწონს. ამას მოდელირება ჰქვია: აიღო ვიღაც, ვინც რაღაცას კარგად აკეთებს და მას მიბაძო. თოფურიას იმიტირება კარგად შემიძლია. ვიცი ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, რადგან ის ჩემს წონით კატეგორიაში უკვე იყო ჩემპიონი, რასაც მე ვაპირებ“.
„მე კარგად მყავს ილია შესწავლული და ვიცი, როგორ ჩხუბობს. ამიტომ ეს ნორმალურია - გინდოდეს იყო მისი მსგავსი კონკრეტულ მომენტებში. თუმცა მე ამას უკეთესად გავაკეთებ, სხვანაირად. თუ ჩემს ჩხუბებს შევაფასებთ, ისინი შედარებით სწრაფია. მას 3 წელი დასჭირდა, რომ ქამრისთვის ეჩხუბა, მე კი ჯერ UFC-ში 2 წელიც არ გამიტარებია და უკვე ვაპირებ ქამრისთვის ჩხუბს“.
„არ მრცხვენია იმის თქმა, რომ თოფურიას გზას მივყვები - მას ბევრ რამეში ვბაძავ. მაგალითი უნდა აიღო მათგან, ვინც თავის საქმეს კარგად აკეთებს. ილიამ დიდებული საქმეები გააკეთა და ნორმალურია გინდოდეს იმის მსგავსი იყო, ვინც მწვერვალზეა“.
შეგახსენებთ, რომ ჯონ სილვა მორიგ ჩხუბს 14 სექტემბერს გამართავს. მისი მოწინააღმდეგე ასევე ბრაზილიელი დიეგო ლოპესი იქნება.
გეტყვით ასევე, რომ მან ბოლოს 13 აპრილს, UFC 314-ზე იჩხუბა და ბრაის მიტჩელი საბმიშენით დაამარცხა.