ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი
Aa
Aa

„სანიოლის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინო“ | ცნობილი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი და კომენტატორი, პიერ მენესი ვილი სანიოლის მიერ ხვიჩა კვარაცხელიაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. სანიოლმა აღნიშნა, რომ „ნაპოლიში“ გადასვლამდე, „კვარას“ ლიგა 1-ის კლუბებთან გაუწია რეკომენდაცია, თუმცა „ნიცას“ გარდა ინტერესი არავის გამოუხატავს.

„ხვიჩა კვარაცხელია ქართველია და ნაპოლიში გადასვლამდე, ძლიერი სავიზიტო ბარათი არ ჰქონია. ფრანგული კლუბები არ შეწუხდნენ და მსგავსი ატიპიური პროფილის მოთამაშეს ყურადღება არ მიაქციეს, რაც სერიოზული შეცდომაა. როდესაც ვილი სანიოლის დონის სპეციალისტი ფეხბურთელს რეკომენდაციას უწევს, თუ ხარ კლუბი, რომელიც კარგად მუშაობს, უნდა წახვიდე და ამ მოთამაშეს დააკვირდე.“

სხვათა შორის, „ნიცამ“ კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგა და როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა აღნიშნა, ფრანგები კვარაცხელიას და მის აგენტს დაუკავშირდნენ. „ნაპოლიმ“ კონკურენტს აჯობა, უფრო სწრაფად იმოქმედა და „კვარა“ გადაიბირა.

ცნობისთვის, ხვიჩა „ნაპოლის“ ფეხბურთელი 2022 წლის ზაფხულში გახდა და პირველივე სეზონში „პარტენოპეის“ „სკუდეტო“ მოაგებინა. გასული სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ქართველი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიამ შოუ დადგა“ | როგორ გამოეხმაურა AS საქართველოს გამარჯვებას
„კვარაცხელიამ შოუ დადგა“ | როგორ გამოეხმაურა AS საქართველოს გამარჯვებას