ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

FC 26: ცნობილია კვარას რეიტინგი

სულ მალე EA SPORTS საფეხბურთო სიმულატორ FC 26-ს გამოუშვებს. როგორც წესი, ახალი სიმულატორის გამოშვებამდე ცოტა ხნით ადრე, თამაშის შემქმნელები ფეხბურთელების რეიტინგებს აქვეყნებენ, რაც გულშემატკივრებში დიდ ინტერესს იწვევს.

გამონაკლისი არც წლევანდელი წელია. უკვე ცნობილია ტოპ 100 ფეხბურთელის რეიტინგი. პირველ პოზიციაზე 91 რეიტინგით კილიან მბაპე და მოჰამედ სალაჰი იწონებენ თავს.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მის რეიტინგში ცვლილებაა და ახლა მას 87 აქვს. შეგახსენებთ, რომ FC 25-ის მისი რეიტინგი 85 იყო და საკუთარი შედეგი გააუმჯობესა. ეს კი რეკორდი გახლავთ.

საფეხბურთო სიმულატორების ისტორიაში არცერთ ქართველ ფეხბურთელს 87 რეიტინგი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ FC 26 ოფიციალურად 26 სექტემბერს გამოვა და მისი თამაში ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ პლატფორმებზე: Nintendo Switch, Nintendo Switch 2, PlayStation 4, PlayStation 5, Windows, Xbox One და Xbox Series X/S.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები