ვილიარეალი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე ვილიარეალს შეუერთდა - როდის შედგება დებიუტი ახალ კლუბში

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მიქაუტაძე სანაკრებო პაუზის შემდეგ „ვილიარეალს“ შეუერთდა და გუშინ, ყვითლების შემადგენლობაში პირველი ვარჯიში ჩაატარა.

ვინაიდან, კვირას მიქაუტაძემ ეროვნულ ნაკრებში ბულგარეთის წინააღმდეგ ითამაშა და თავი გოლითაც გამოიჩინა, „ვილიარეალში“ ორშაბათის ვარჯიშზე სრულად არ დაუტვირთა და მწვრთნელებმა ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ავარჯიშეს. დღეიდან, გიორგი მიქაუტაძე სავარჯიშო პროცესში სრული დატვირთვით ჩაერთვება და ლა ლიგის უახლოესი ტურისთვის მოემზადება.

ბუნებრივია, ყველას აინტერესებს როდის შედგება ქართველი ფეხბურთელის დებიუტი ესპანურ გუნდში და როგორც თავად მიქაუტაძემ თქვა, ეს უახლოეს უქმეებზე, კერძოდ კი 13 სექტემბერს მოხდება, სადაც „ვილიარეალი“ სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.

ასევე, მიქაუტაძისგან ვიგებთ, რომ მომდევნო კვირაში მას ჩემპიონთა ლიგაზეც ვიხილავთ. 16 სექტემბერს „ვილიარეალი“ სტუმრად „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ქართველი ფეხბურთელის დებიუტიც სწორედ ამ მატჩში შედგება.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალმა“ გიორგი მიქაუტაძე „ლიონიდან“ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს დაიმატა.

„ბომბარდირის“ ახალ გუნდს ლა ლიგაში 3 ტურის შემდეგ 2 მოგება და 1 ფრე აქვს, 7 ქულით კი სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კადისის ისტორიაში შევიდა“ - ესპანური პრესა იური ტაბატაძეზე
„კადისის ისტორიაში შევიდა“ - ესპანური პრესა იური ტაბატაძეზე