იური ტაბატაძე, კადისი
Aa
Aa

„კადისის ისტორიაში შევიდა“ - ესპანური პრესა იური ტაბატაძეზე

იური ტაბატაძემ ესპანურ „კადისში“ ასპარეზობა შთამბეჭდავი შედეგიანობით დაიწყო: 3 გოლი 2 მატჩში. ადგილობრივი გამოცემა La Voz Digital-ი ქართველ გარემარბზე წერს და აღნიშნავს, რომ „კადისის“ ისტორიაში ტაბატაძის სახელი უკვე ოქროს ასოებით არის ჩაწერილი.

ლა ლიგა 2-ში მოასპარეზე „კადისმა“ ტაბატაძე აგვისტოს მიწურულს „იბერია 1999“-დან დაიმატა, დებიუტი კი ქართველ შემტევს უკვე 31 აგვისტოს ჰქონდა. ტაბატაძე შეცვლაზე 86-ე წუთზე შევიდა, როცა მისი გუნდი შინ „ალბასეტესთან“ ქულებს კარგავდა (1:1), 92-ზე კი გამარჯვების გოლი გაიტანა.

მომდევნო ტურში „კადისი“ „რეალ სოსიედადის“ მეორე გუნდს ხვდებოდა და ამ შემთხვევაშიც ქართველმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე მხოლოდ 55-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 1:2-ს აგებდა. 58-ე წუთზე ბასკებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, თუმცა 77-ე და 79-ე წუთზე ტაბატაძემ თავი დუბლით გამოიჩინა და „კადისი“ მარცხისგან იხსნა.


„ტაბატაძე 21-ე საუკუნეში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „კადისის“ მაისურით 2 მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო, სულ კი კლუბის ისტორიაში ეს 6-მა ფეხბურთელმა მოახერხა. ამგვარად, „კადისის“ ქართველმა ახალწვეულმა, რომელსაც ჯერ ჯამში 50 წუთიც კი არ აქვს ნათამაშები, თავისის სახელი კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით უკვე ჩაწერა“, - აღნიშნავს გამოცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ამიტომ მოხდა“ - საზონოვის მამამ ხეტაფეში ჩაშლილი ტრანსფერის მიზეზი გაამხილა
„ეს ამიტომ მოხდა“ - საზონოვის მამამ ხეტაფეში ჩაშლილი ტრანსფერის მიზეზი გაამხილა