ხაბიბ ნურმაგომედოვი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

ხაბიბს ინტერვიუების მიცემა აღარ უნდოდა | ლეგენდარული მწვრთნელის სასაცილო რჩევა არწივს

MMA-ის ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა, ხაბიბ ნურმაგომედოვთან დაკავშირებული სახალისო ისტორია გაიხსენა და მათი დიალოგი ჟურნალისტებს გაუზიარა.

„2017 წელს, სანამ ხაბიბი UFC-ის ჩემპიონი გახდებოდა, მასთან ბევრი ჟურნალისტი მოდიოდა და უამრავი ინტერვიუს მიცემა უწევდა, რითაც ძალიან დაიღალა. ერთხელ ჩემთან მოვიდა და მეუბნება: „მწვრთნელო, ამ ინტერვიუებით ძალიან დავიღალე. კიდევ ერთი მაქვს მისაცემი და უნდა წავიდე.“

ვკითხე: „გინდა, აღარ ჩაწერო?“ — დადებითი პასუხი რომ მივიღე, ვუთხარი: „ყველაფერი ძალიან მარტივია: შემდეგი ორთაბრძოლა წააგე და საერთოდ არავის ემახსოვრები.“ ამის შემდეგ ხაბიბს ჩემთან ინტერვიუებზე არც ერთხელ დაუწუწუნია,“ — აღნიშნა მენდესმა.

სხვათა შორის, ლეგენდარულმა მწვრთნელმა კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გაასაჯაროვა: მისი თქმით, „არწივს“ ფლოიდ მეივეზერთან ჩხუბის შანსიც ჰქონდა. ნურმაგომედოვს სოლიდური თანხა შესთავაზეს, რათა კრივში „მანის“ წინააღმდეგ ებრძოლა, თუმცა ხაბიბმა კატეგორიული უარი განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამაზე გიჟური თამაში არასდროს მინახავს“ | იტალიამ 9-გოლიანი თრილერი მოიგო
„ამაზე გიჟური თამაში არასდროს მინახავს“ | იტალიამ 9-გოლიანი თრილერი მოიგო