ხელბურთი | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სერბეთში შეკრებაზე გაემგზავრა
2026 წლის აგვისტოში ხელბურთში ახალგაზრდულ (U20) ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ნაკრებმა ამ ტურნირისთვის მზადება უკვე დაიწყო – გუნდი 19-24 აგვისტოს სერბეთში მოსამზადებელ შეკრებას გაივლის და სერბულ კლუბებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ქართველი ახალგაზრდები 21 აგვისტოს „მეტალოპლასტიკას“ (ამ გუნდში გასულ სეზონში საქართველოს ნაკრების წევრი მირიან გავაშელიშვილი გამოდიოდა) ეთამაშებიან, ხოლო 23 აგვისტო ბელგრადის „შრამოტასთან“ მოსინჯავენ ძალებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ნიკოლოზ ბიბლაია, ალექსანდრე ბოჟაძე, ნიკოლოზ ბოჟაძე, საბა ბუიღლიშვილი, საბა დიასამიძე, ვანო გურგენიძე, ილია ღურწკაია, ალექსანდრე ჯღამაძე, ტიტე კალანდაძე, გიორგი კაპანაძე, გიორგი კენჭაძე, ვახტანგ ხარებაშვილი, გიორგი ქობელაშვილი, ნიკოლოზ მამულაშვილი, გიორგი მაზანიშვილი, ნიკოლოზ ნარიმანიძე, გიორგი ფუტკარაძე, საბა შუბაშიშვილი.