გიორგი ცხოვრებაძე, ირაკლი კბილაშვილი, ნიკოლოზ კალანდაძე
Aa
Aa

ხელბურთელების შედეგიანი მატჩები - კალანდაძე ფორმაში შედის

სანაკრებო წარმატებების პარალელურად, ქართველი ხელბურთელები საკლუბო დონეზეც მშვენივრად ასპარეზობენ და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებში გულშემატკივრებს თავს შედეგიანი თამაშით ამახსოვრებენ. საფრანგეთის პირველობაზე „პროვანს ექსი“ საკუთარ დარბაზში „რენთან“ 25:31 დამარცხდა და მასპინძლების რიგებში ნიკოლოზ კალანდაძის ანგარიშზე 4 გოლთან ერთად, 7 შედეგიანი პასია. ამ უკანასკნელის დაბრუნება განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან ტრავმის გამო დიდი პაუზა ჰქონდა და ფორმაში მყოფი კალანდაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს დიდ სამსახურს გაუწევს. ამავე ჩემპიონატში „ტრემბლმა“ „დიჟონთან“ 34:25 გაიმარჯვა და სამი ბურთი ერეკლე არსენაშვილის ანგარიშზეა.

შედეგიანი მატჩი ჰქონდა ხორვატიის ჩემპიონატში გიორგი ცხოვრებაძეს, რომელიც „ზაგრებს“ „ჩაკოვაცთან“ 36:24 გამარჯვებაში 4 ბურთითა და 1 ასისტით დაეხმარა. ირაკლი კბილაშვილმა კი რუმინეთის უმაღლეს ლიგაში „ტურდა“ – „კლუჟის“ (35:32) შეხვედრაში თავი 6 გოლითა და 1 პასით გამოიჩინა.

თითო-თითო გოლი მიითვალეს ირაკლი დიხამინჯიამ და აკაკი პატაშურმა - გერმანიის რეგიონალლიგაში, ხოლო მირიან გავაშელიშვილმა პოლონეთის ჩემპიონატში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოლონეთში დარჩენა გადაწყვიტა - ცინცაძის ახალი კლუბი ცნობილია
პოლონეთში დარჩენა გადაწყვიტა - ცინცაძის ახალი კლუბი ცნობილია