ეფექტური გოლები ბარსელონასთან - ცხოვრებაძის კარგი მატჩი
გიორგი ცხოვრებაძემ ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში რიგით მესამე შეხვედრა ჩაატარა და თავი ორი ეფექტური გოლით გამოიჩინა. ხორვატიის „ზაგრები“, სადაც 24 წლის ქართველი ხელბურთელი ასპარეზობს, „ბარსელონასთან“ 7-ბურთიანი სხვაობით, 25:32 დამარცხდა, თუმცა ამაში ცხოვრებაძეს ბრალი ნაკლებად მიუძღვის, რადგან ის შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩაერთო, როდესაც მატჩის ბედი უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო.
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მისთვის გამოყოფილი წუთები პროდუქტიულად გამოიყენა და კატალონიური კლუბის დანიელ მეკარეს, ემილ ნილსენს, რომელიც საბოლოო ჯამში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ორი ერთმანეთზე ლამაზი გოლი გაუტანა.
პრინციპში ხორვატების გამარჯვება მოსალოდნელი არც იყო, რადგან ამ გუნდებს შორის აქამდე გამართულ 16 შეხვედრაში ზაგრელებს მხოლოდ ერთი თამაში ჰქონდათ მოგებული. სამი ტურის შემდეგ „ზაგრებს“ ჯერ არც ერთი მატჩი არ აქვს მოგებული. მომდევნო ტურში ცხოვრებაძე და მისი თანაგუნდელები 9 ოქტომბერს, სტუმრად „პარი სენ-ჟერმენთან“ გამართავენ.