დებიუტი და ლელო - ნინიაშვილმა კლერმონთან გაიბრწყინა
საფრანგეთის ტოპ 14-ის მეორე ტურში ლა როშელმა კლერმონს უმასპინძლა და 34:16 დაამარცხა.
ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი დავით ნინიაშვილმაც შეიტანა, რომლისთვისაც სადებიუტო მატჩი იყო.
ქართველმა მორაგბემ 78-ე წუთზე ლელო დადო და თავისი გუნდის უპირატესობა განამტკიცა. აღსანიშნავია ისიც, რომ ნინიაშვილი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.
ცნობისთვის, კლერმონთან მატჩში, ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ სტად მარსელ-დეფანდრი მთლიანად გაივსო. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სტადიონზე 18 000 გულშემატკივარი ეტევა.
ასევე გეტყვით, რომ ლა როშელს ორი ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს.