წყალბურთი | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიას, სლოვენიასა და საბერძნეთს დაუპირისპირდება
საქართველოს წყალბურთელთ ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეშვიდედ ითამაშებს. წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 10 იანვარს დაიწყება. მას სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი უმასპინძლებს.
გაიმართა წილისყრა, რომელმაც გამოავლინა საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე.
A ჯგუფი: უნგრეთი, მონტენეგრო, საფრანგეთი, მალტა.
B ჯგუფი: ხორვატია, საქართველო, საბერძნეთი, სლოვენია.
C ჯგუფი: ესპანეთი, სერბეთი, ისრაელი, ნიდერლანდები.
B ჯგუფი: იტალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ისრაელი, ბულგარეთი და შვეიცარია დაამარცხა.
წყარო - 1TV სპორტი